ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ „პარი სენ ჟერმენში“ ლიონელ მესის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. როგორც სამხრეთამერიკელმა აღნიშნა, პსჟ-ს ფანების მხრიდან სტვენა გაუბერია, რადგან ამ შემთხვევაში არ იცის, ფანებმა ტაში ვის უნდა დაუკრან.
„მესისთვის ეს ძალიან რთულია. მხოლოდ ადაპტაცია აკლია, მაგრამ დანარჩენი ბუნებრივად მოვა და მერე გადამწყვეტი მოთამაშე იქნება, როგორც ყოველთვის, უბრალოდ დრო სჭირდება. მაგრამ მიჭირს გააზრება, თუ მესის უსტვენ, მაშინ სხვა აღარაფერი რჩება. თუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელს უსტვენ, ისეთი არავინ რჩება, ვისაც ტაში უნდა დაუკრა.
მბაპე? მე მჯერა, რომ ის საბოლოოდ პარიზში დარჩება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად ხდება. მინდა, რომ ჩემი მეგობრები ბედნიერები იყვნენ, ყველგან. თუმცა, თუ სამივე, მბაპე, მესი და ნეიმარი დარჩება, კარგი იქნება მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს. საუკეთესო სამი ფეხბურთელის ერთად თამაში არის ის, რაც ხალხს სურს“, - თქვა რონალდინიომ.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიო „პარი სენ ჟერმენში“ 2001-2003 წლებში თამაშობდა და 77 მატჩში 25 გოლი გაიტანა.