ფეხბურთი

19:56 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მზადაა "ნაპოლის" ფაბიან რუისის გამო ორი ფეხბურთელი დაუთმოს

მადრიდის „რეალს“ „ნაპოლის“ ნახევარმცველის ფაბიან რუისის დამატება სურს. ესპანური მედიის ცნობით, „სამეფო კლუბმა“ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.

„რეალი“ მზადაა „ნაპოლის“ რუისის სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი დაუთმოს - ნახევარმცველი დანი სებალიოსი და თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი. იტალიელთა პასუხი ამ შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია.

25 წლის ფაბიან რუისი „ნაპოლის“ „ბეტისიდან“ 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 159 მატჩში 21 გოლი გაიტანა, ესპანეთის ნაკრებში კი 15-ჯერ უთამაშია და თავი ერთხელ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114697