ფეხბურთი

17:32 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალჟირმა კამერუნთან მატჩის გადათამაშება მოითხოვა

ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ კამერუნთან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის გადათამაშება მოითხოვა. მიზეზი მთავარი მსაჯის, ბაკარი გასამას მიმართ გამოთქმული პრეტენზიებია.

ალჟირელები მიიჩნევენ, რომ გამბიელმა არბიტრმა კამერუნელთა სასარგებლოდ იმსაჯა და თამაშის საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.

„ალჟირის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად მიმართავს ფიფას მსაჯის წინააღმდეგ, რომელმაც თამაშის შედეგზე გავლენა იქონია და გადაწყვეტილი გვაქვს გავიაროთ კანონით ყველა შესაძლო გზა, რათა მატჩის გადათამაშებას მივაღწიოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალჟირმა კამერუნთან პლეი-ოფის პირველი მატჩი სტუმრად 1:0 მოიგო, მაგრამ შინ ამავე ანგარიშით დამარცხდა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც ალჟირელებმა 118-ე წუთზე გაათანაბრეს და მუნდიალზე გადიოდნენ, მაგრამ 124-ე წუთზე კამერუნმა მეორე გოლი გაიტანა, თამაში 2:1 მოიგო და ვინაიდან აფრიკაში სტუმრად გატანილი გოლის წესი ისევ მოქმედებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კამერუნის ნაკრები გავიდა.

0.122129