ფეხბურთი

15:53 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი „რეალთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

„რეალის“ 21 წლის ბრაზილიელი შემტევი, ვინისიუსი, უახლოეს ხანში კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ახალი კონტრატის თანახმად, მას ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზრდება.

ამჟამად ის კლუბის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. წელიწადში გასამრჯელოდ დაახლოებით 3 მილიონ ევროს იღებს.

გარეთ ბეილის, ისკოსა და მარსელოს სავარაუდო წასვლა კი კლუბს საშუალებას მისცემს რამდენიმე მოთამაშეს ხელფასი გაუზარდოს.

ვინისიუსი „რეალში“ „ფლამენგოდან“ 2018 წელს გადავიდა 45 მილიონ ევროდ, რაც ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია 19 წელს არმიღწეული ფეხბურთელებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122524