ფეხბურთი

14:20 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთი ფიფადან არ გარიცხეს

დღეს, 31 მარტს, დოჰაში ფიფას 72-ე კონგრესი გაიმართა. წევრობა შეუჩერეს პაკისტანის, ზიმბაბვესა და კენიის ფედერაციებს. ვარაუდობდნენ, რომ რუსეთსაც შეუჩერებდნენ წევრობას, ან სულაც გარიცხავდნენ ორგანიზაციიდან, მაგრამ ასე არ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრებები და კლუბები უკვე ჩამოაშორეს საერთაშორისო შეჯიბრებებს. ახლახან კი ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუკი უეფა წევრობას შეუჩერებს, რუსეთის საფეხბურთო კავშირი, შესაძლოა, აზიის საფეხბურთო კონფედერაციის წევრი გახდეს. ასეთი შემთხვევა უკვე იყო, როცა 90-იანი წლების დასაწყისში ისრაელი აზიიდან უეფაში გადავიდა.

0.130692