ფეხბურთი

12:55 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეტრაკოვი: „წინააღმდეგი ვარ უკრაინის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის უბრძოლველად მიცემისა“

უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალეკსანდრ პეტრაკოვს, მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ბრძოლით უნდა მოიპოვოს და სპორტული პრინციპი არ დაარღვიოს.

„ყველას ვეუბნებოდით, რას გავაკეთებთ და როგორ მოვიქცევით. უეფა გვეტყვის ივნისის რომელ რიცხვში ვითამაშებთ ფლეი-ოფის მატჩს ან მატჩებს.

ნაჩუქარი მსოფლიო ჩემპიონატი? იარმოლენკოს ვეთანხმები, უნდა ვითამაშოთ და ბრძოლით მოვიპოვოთ საგზური. ეს ჩემი აზრია. მაგრამ არსებობს ასევე ასოციაციის პრეზიდენტი, აღმასკომი.“ - ციტირებს პეტრაკოვის სიტყვებს Футбол 24.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მოხშირდა საუბარი, თითქოს ფიფა უკრაინის ნაკრებს მათ ქვეყანაში არსებული საომარი სიტუაციის გამო, მუნდიალზე ავტომატურად დაშვებას უპირებს.

ივნისში უკრაინის ეროვნული გუნდი შესარჩევი პლე-ოფის ნახევარფინალში შოტლანდიას შეხვდება. მათში გამარჯვებული კი უელსს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117067