ფეხბურთი

21:55 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" დემბელეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

"ბარსელონა" მზადაა უსმან დემბელეს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს. Sky Sports-ის ინფორმაციით, კლუბმა ფეხბურთელის წარმომადგენლებს მუსა სისოკოს და მარკო ლიხშტეინერს ახალი ხელშეკრულების პირობები გააცნო და მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში გაიმართება. ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია.

ასევე ცნობილია, რომ დემბელეს წარმომადგენლები შეთავაზებას დათანხმდნენ და მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან. ფრანგი ფეხბურთელისთვის აღნიშნული მოლაპარაკების დაწყება დადებით პროცესად უნდა ჩაითვალოს, რადგან იანვარში კლუბი მის გაშვებას ცდილობდა და ტრანსფერზეც დააყენა.

თებერვლიდან მოყოლებული ჩავი ერნანდესი ფეხბურთელს ენდო და სათამაშო დროც მისცა. ლა ლიგაში დემბელემ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ერთი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114664