ფეხბურთი

22:43 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნუნიესის ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემპიონთა ლიგის საგზურზეა დამოკიდებული

იმ შემთხვევაში თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება, კლუბი ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ბენფიკას" თავდამსხმელს დაიმატებს. აღნიშნული ინფორმაცია Daily Telegraph-მა გაავრცელა.

როგორც ინგლისური გამოცემა იუწყება, ლისაბონელებს სურთ მალე გადაწყვიტონ ფეხბურთელის მომავალი და შესაბამისად, მსურველ კლუბთან მოლაპარაკება მალე შედგეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებს "წითელი ეშმაკები".

ნუნიესმა, რომელიც "არწივებმა" 2019 წელს "ალმერიადან" 20 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს, მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 26 გოლი გაიტანა. სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონამდეა გაზრდილი. ეროვნულ ნაკრებში კი დარვინი 2019 წლიდან თამაშობს და რვა შეხვედრაში ორჯერ გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113824