ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში სათადარიგო სკამზე იყო. თითქოს ეს ბუნებრივია, მაგრამ როგორც გაირკვა, გამოცდილ სპეციალისტს კორონავირუსი ჰქონდა, თან ეს თვითონ დაადასტურა.
„არ მომიახლოვდეთ, კორონავირუსი მაქვს“, - თქვა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვან გაალმა.
მან ბოლო ტესტი ორშაბათს ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო, მიუხედავად ამისა, სათადარიგო სკამზე იყო, ფეხბურთელებთან კონტაქტიც ჰქონდა და ნიღაბიც არ ეკეთა. ვან გაალმა თავისი ქმედება ასე გაამართლა:
„ექიმმა მითხრა, რომ ეს მხოლოდ ვირუსის ნარჩენებია. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე სწრაფი ტესტი გავიკეთე და ყველა უარყოფითი იყო“.
აქვე გეტყვით, რომ ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრების მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.