კალათბურთი

1:10 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ევროთასზე ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

ევროთასის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ესპანურ „გრან კანარიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 70:68 დაამარცხა, რის შედეგადაც პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

შენგელიამ 28:12 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბოლონიელთა რიგებში ის შედეგიანობით მხოლოდ დანიელ ჰაკეტს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა დააგროვა.

„ვირტუს ბოლონია“ B ჯგუფში 10 მოგებით და 7 წაგებით მესამე ადგილზეა პლეი-ოფში თამაშის უფლება გაინაღდა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, სტუმრად „ბურგს“ დაუპირისპირდება.

0.122065