ფეხბურთი

13:49 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ სტადიონზე ჯოჯოხეთს ითხოვს

ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ფლეი-ოფის ფინალური მატჩის წინ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„მოვუწოდებ გულშემატკივრებს - მინდა, „დრაგაუს“ სტადიონზე ჯოჯოხეთი მოვაწყოთ. გუშინ დაძინებისას მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა სტადიონზე პორტუგალიის ჰიმნი ჩაერთოთ და ქომაგებს ა კაპელა ემღერათ. რათა ჩვენი ჟინი, ძალა და ერთიანობა უკეთ ვაჩვენოთ.

ეს თამაში ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლისაა. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია.“ - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal.

პორტუგალია - ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალური მატჩი დღეს, 29 მარტს გაიმართება პორტუს „დრაგაუს“ სტადიონზე და თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.123963