ფეხბურთი

15:29 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "სანაკრებო კარიერის დასრულებას არ ვაპირებ, მინდა ახალგაზრდებს მაგალითი მივცე"

„იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი, რომელიც სულ მალე 35 წლის ხდება, სანაკრებო კარიერის დასრულებას არ აპირებს. როგორც მან განაცხადა, სურს ახალგაზრდებს მაგალითი მისცეს.

გარდა ამისა, ბონუჩიმ ფიფას ახალი ფორმატი გააკრიტიკა და თქვა, რომ სიგიჟეა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთადერთი მარცხის გამო ვერ გადიხარ.

„არ ვიცი, რას გააკეთებს კიელინი, მაგრამ ჩემი მხრიდან არის სურვილი, რომ ნაკრებში თამაში გავაგრძელო, რათა ვიყო მაგალითი და გზამკვლევი ბევრი ახალგაზრდისთვის, რომლებიც აქ თამაშობენ.

ეს იყო უმძიმესი მარცხი, მაგრამ გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, რომელთაც არაერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შეუძლიათ და ამაზე უნდა იფიქრონ. მწვრთნელი გვესაუბრა და გვითხრა, რომ წარსული უნდა დავივიწყოთ, ახლა მთავარი მომავალი და უნდა აღვადგინოთ ის, რასაც მივაღწიეთ. ამის საფუძველი არსებობს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის ახალი წესები აბსურდულია. ერთადერთი თამაში ვითამაშეთ მუნდიალზე გასასვლელად, სამწუხაროა, მაგრამ ეს გიჟური გადაწყვეტილებაა. ყველაფერი ერთი თამაშით არ უნდა წყდებოდეს, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს, როგორც ეს ვნახეთ. არიან სხვა კონფედერაციებში კვალიფიცირებული ეროვნული ნაკრებები, რომლებმაც 4-5 თამაში წააგეს, ჩვენ კი გოლი 92-ე წუთზე გავუშვით ერთადერთ წაგებულ თამაშში და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედი. ეს ახალი ფორმულა ნამდვილად სიგიჟეა“, - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი იტალიის ნაკრების წევრი 2010 წლიდანაა და 114 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი. ის ერთხელ ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთხელაც ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123554