სხვა

10:27 | 27.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რევია-კაზაკოვას მე-15 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ყინულზე ბოლოს ქართველებიდან მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი გავიდა.

მათ 98.62 ქულა დაიმსახურეს და თავისუფალ პროგრამაში მე-14 ადგილი დაიკავეს, მთლიანობაში კი 165.38 ქულით 31 მონაწილეს შორის მე-15 პოზიცია ერგოთ.

შეგახსენებთ, მანამდე კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა, ისევე როგორც მორის ყვითელაშვილმა, ხოლო ანასტასია გუბანოვა მეექვსე პოზიციაზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საუკეთესო შედეგი მეათე ადგილი იყო, რომელიც ელენე გედევანიშვილის ანგარიშზეა. ამრიგად, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა.

0.138277