ფეხბურთი

0:54 | 27.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: „ჩემპიონთა ლიგა არ მომიგია, მაგრამ მაინც საუკეთესო ვარ“

„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღემდე ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, თუმცა მაინც საუკეთესოა.

„ვფიქრობ, შესანიშნავი ტურნირია. რამდენიმე გოლი გავიტანე, რომლებიც ძალიან მომწონს. მომეცა საშუალება ევროპის საუკეთესო გუნდებისა და ფეხბურთელების წინააღმდეგ მეთამაშა.

რას ვფიქრობ ამ ტურნირში რომ არ გამიმარჯვია? ცხადია, კარგი იქნებოდა მომეგო. მაგრამ რომც ვერ გავიმარჯვო, ეს არ შემცვლის როგორც მოთამაშეს. თუ მოვიგე, უკეთესს არ გამხდის, რადგან ისედაც საუკეთესო ვარ.

დამტკიცებულია, რომ საუკეთესოები ყველაფერს ვერ იგებენ.“ - ციტირებს 40 წლის ზლატანის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2020 წელის იანვარში დაბრუნდა. მის მიმდინარე კონტრაქტს „როსონერისთან“ ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109745