ზაზა ფაჩულიას აკადემიამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევროლიგის ახალგაზრდულ ტურნირზე პირველი თამაში მოიგო.
ფაჩულიას აკადემიამ პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ ახალგაზრდულ გუნდს 78:72 აჯობა! საუკეთესო ლუკა ალავიძე იყო, რომელმაც 21 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
აქვე გეტყვით, რომ ზაზა ფაჩულიას აკადემიამ პირველ ტურში „ბარსელონას“ 18-წლამდე გუნდთან 64:78 წააგო, შემდეგ კი თელ ავივის „მაკაბისთან 44:93 დამარცხდა. საბოლოოდ, ზაზას აკადემიამ ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილი დაიკავა და ქართული გუნდი მეხუთე ადგილისთვის მატჩში B ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება.