ფეხბურთი

15:05 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სინიშა მიხაილოვიჩს კიბოს დაავადება დაუბრუნდა

იტალიური „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს კიბოს დაავადება დაუბრუნდა. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე ხნით გუნდთან ერთად ვერ იქნება, რადგან სამკურნალოდ მიდის.

„დაავადება დაბრუნდა. მას ისეთი გამბედაობა აღმოაჩნდა, რომ კიდეც ერთხელ უნდა დამიპირისპირდეს. შემდეგი კვირის დასაწყისში წასვლა მომიწევს სამკურნალოდ და ჰოსპიტალიზირებული ვიქნები. ანალიზებმა განგაშის ზარები აჩვენა და დაავადების გაჩენის ხელახალი რისკი არსებობს, ამიტომ მირჩიეს თერაპიის გავლა. ორწელიწადნახევრის წინანდელისგან განსხვავებით ვიცი რა უნდა გავაკეთო. იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები, მაგრამ რამდენიმე თამაშის გამოტოვება ნამდვილად მომიწევს”, - თქვა სერბმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, სინიშა მიხაილოვიჩმა კიბოს დამარცხება პირველად ორი წლის წინ მოახერხა და ბოლო პერიოდში თავს ძალიან კარგად გრძნობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115701