ფეხბურთი

10:28 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ბოლო დროს ჩვენი მენტალიტეტი ძალიან მომწონს"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ბოლო დროს ძალიან მოსწონს გუნდის მენტალიტეტი - მცირე რაოდენობის საგოლე მომენტების გამოყენების გამო.

"ძალიან რთული თამაში გამოვიდა. დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვიყავით. ბოლო დროს ძალიან მომწონს ჩვენი მენტალიტეტი. შეიძლება ბევრ მომენტს არ ვქმნით, მაგრამ რასაც ვქმნით, უმეტესწილად გოლით ვასრულებთ.

ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოვიგეთ და კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ამხანაგური მატჩი იყო, ბევრი ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებსაც ხშირად არ უწევთ თამაში, გვყავდა დებიუტანტიც და ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. იმედია, ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებში უფრო მეტი სანახაობა იქნება.

დღეს ორიენტირებულები ვიყავით თამაშის მოგებაზე და დისციპლინის დაცვაზე. კარგად გავართვით თავი ახალ სისტემას, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ჩემი კაპიტნის სამკლავურით, მთელმა გუნდმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს", - ციტირებს კაშიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 4-მატჩიანი მოგებების სერია აქვს, ბოლო სამ მატჩში კი გოლი არ გაუშვია. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120407