ბაჰრეინის რბოლა „მაკლარენმა“ უქულოდ დაასრულა. გუნდი იქ უსუსურად გამოიყურებოდა. არადა ბარსელონას ტესტების დროს, მოწინავეთა შორის იყო. ბაჰრეინის ტესტებზე პრობლემები არ ჩანდა, რადგან დანიელ რიკარდომ ისინი კორონავირუსით ინფიცირების გამო გააცდინა, ლანდო ნორისმა კი, მუხრუჭების გადახურების გამო, ბოქსებში ბევრი დრო გაატარა.
უოკინგელთა ახალი მანქანის რეალური შესაძლებლობები, პირველ ეტაპზე გამოჩნდა. იქ კი გაირკვა, რომ გუნდი აუტსაიდერებს შორისაა. ნორისმა ამ ყველაფრის მიზეზები განმარტა:
„ჩვენ ჩაჭიდების ძალა არ გვყოფნის, რაც ნიშნავს, რომ გზასთან ჩაჭიდება გვაკლია. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა - მანქანას ჩაჭიდების მეტი ძალა სჭირდება.
ბარსელონაში არ ვიცოდით, რომ ასეთი პრობლემები გვქონდა. იქ ყველა ფიქრობდა, რომ სეზონს კარგად მომზადებულები ვხვდებოდით. სწორედ ამან მოგვატყუა. იქ რომ კარგი შედეგები გვქონდა, პრობლემის არსს გვიან მივხვდით და ამის გამო, მანქანის გაუმჯობესება ვერ მოვასწარით.
სხვები ახლა გაცილებით სწრაფები არიან, ჩვენ კი ისევ იქ ვართ, სადაც ტესტებისას ვიყავით. გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა დროში შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას. ჩვენს ბაზაზე ინჟინრები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე. ტექნიკური დირექტორი ჯეიმს კი ჩასწვდა პრობლემის არსს და ამჟამდ სიტუაციის გამოსწორებაზე მუშაობს“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
და რატო უკვირს რო მასზე პოპულარულიაა
მართალიაა დზამაილი ვინ ოხერია პირველად გავიგეე DDD
იფ, იფ, იიიფ...
ეტყობა ამ სახელს რაღაც განსაკუთრებული შარმი აქვს. ჩემს მეზობელ ჯემალასაც ხოშიანი ცოლი ყავს DDDDDDDD
DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
DDDDDDDDDD