„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე კეილორ ნავასი უკრაინელ ლტოლვილებს დაეხმარა. როგორც Marca იტყობინება, კოსტა რიკელმა 30-მდე უკრაინელს საკუთარი სახლი დაუთმო და მათ საკვებითაც გაუმასპინძლდა.
წყაროს თანახმად, ნავასმა 30 საწოლი შეიძინა და უკრაინელ ლტოლვილებს ის ოთახი დაუთმო, სადაც სახლის კონოთეატრი ჰქონდა.
მადრიდული გამოცემა წერს, რომ ნავასის მეუღლე უკრაინელებს საკვებით გაუმასპინძლდა და მათ ტანსაცმელიც დაურიგა. აღსანიშნავია, რომ თვითონ ნავასი ამჟამად კოსტა რიკაშია, სადაც ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და უკრაინის ქალაქებს დღემდე ბომბავს.