საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. სპორტულ წყვილებში კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ ჩემპიონატის ორივე სატურნირო დღეს ღირსეულად იასპარეზეს და მოკლე და თავუსფალი პროგრამების ჯამში 191.74 ქულით, პლანეტის პირველობაზე მე-4 ადგილზე გავიდნენ.
მსოფლიო ჩემპიონატების დონეზე სპორტულ წყვილებში და არა მარტო, ასეთი მაღალი შედეგი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომელსაც ქართველმა სპორტსმენებმა მიაღწიეს.
ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-4 და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მე-9 პოზიციით, კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ თავიანთი მაღალი სპორტული რეიტინგი დაადასტურეს. მათ უფროსების კატეგორიაში 2022 წლის სპორტული სეზონის საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
საფინა- ბერულავას სპორტულმა წყვილმა ეს ჩემპიონატი ევროპელ სპორტულ წყვილებს შორის პირველი პოზიციით დაასრულა და საპრიზო ადგილები მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და კანდის წყვილს დაუთმო.
გეტყვით, რომ ამ შედეგით საქართველომ მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი სპორტული წყვილით მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.