ფეხბურთი

13:49 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი და ბონუჩი, დიდი ალბათობით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს გამოტოვებენ

იტალიის ნაკრების მცველები, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი, დიდი ალბათობით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებენ - გვამცნობს Football Italia.

წყაროს ინფორმაციით, საამმატჩოდ იტალიელთა დაცვის ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. კიელინი ახლახან გამოჯანმრთელდა და შესაძლოა, დასვენების საშუალება მისცენ. ბონუჩი კი დაშავებულია და საუკეთესო შემთხვევაში ფლეი-ოფის ფინალისთვის შეძლებს დაბრუნებას, თუ იტალიელები ნახევარფინალურ ზღვარს გადალახავენ.

მათ მაგიერ ფრანჩესკო აჩერბი და ალესანდრო ბასტონი ითამაშებენ.

ასევე არ იქნება ჯოვანი დი ლორენცო. მას ალესანდრო ფლორენცი შეცვლის. ემერსონი კი მარცხენა მცველის პოზიციას დაიკავებს.

იტალია - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი დღეს, 24 მარტს გაიმართება პალერმოში და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.122214