ცურვის საერთაშორისო ფედერაციის (FINA) გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წელს ბუდაპეშტში გაიმართება, რუსი და ბელარუსი ათლეტები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
FINA-მ უკვე გააუქმა მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი, რომელიც რუსეთის ქალაქ ყაზანში უნდა გამართულიყო.
„FINA-ს ბიურო დღეს შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ რუსეთის და ბელარუსის ათლეტები და ოფიციალური პირები, მსოფლიოს მე-19 მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ შეძლებენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, FINA-მ რუსეთის ცურვის ფედერაციისგან მიიღო შეტყობინება, რომელიც გვამცნობს, რომ მიმდინარე სეზონში, რუსი მოცურავეები ყველა საერთაშორისო შეჯიბრიდან მოეხსნენ“, - ნათქვამია FINA-ს გაცხადებაში.
FINA-მ ასევე გამოაცხადა, რომ მისი დისციპლინარული კომისია შეისწავლის რუსი მოცურავის, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ევგენი რილოვის საქციელს. რილოვი იმ მიტინგს დაესწრო, რომელიც პუტინის მიერ იყო ორგანიზებული და მოსკოვში ჩატარდა. ამის გამო, მას სპონსორმა, სახურაო ეკიპირების მწარმოებელმა კომპანია „სპიდომ“ სასპონსორო ხელშეკრულება გაუწყვიტა.
გარდა ამისა, რილოვმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაზე უარი განცხადა და მოტივად დაასახელა სოლიდარობა იმ რუსი ათლეტების მიმართ, რომლებსაც რუსეთის დროშით ასპარეზობის უფლება არ აქვთ. FINA-ს გადაწყვეტილებით, რუს და ბელარუს ათლეტებს, საკუთარი ქვეყნების დროშებით შეჯიბრში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვათ.
ბუდაპეშტში მოცურავეთა მსოფლიო ჩემპიონატი 18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართერა.