ფეხბურთი

1:20 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მზადებას აგრძელებს: "ერთა ლიგამდე დადებითი მუხტი უნდა შევინარჩუნოთ"

საქართველოს ნაკრები უკვე მეორე დღეა საწვრთნელ პროცესს ს.კ. "სარაევოს" ბაზაზე გადის. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა დღეს 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. დღეიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს ლაშა დვალი.

ვაკო ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებს სარაევოში უკვე შეუერთდა, თუმცა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერი გუნდთან ერთად ვარჯიშს 24 მარტს დაიწყებს.

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "ყველა ერთა ლიგისთვის ვემზადებით, ამხანაგური მატჩებისთვის გუნდები კარგად არის შერჩეული. დაახლოებით ისეთი დონის გუნდები არიან, რომლებსაც ჯგუფში უნდა დავუპირისპირდეთ. რთული თამაში გველოდება, რაც ბევრ რამეს დაგვანახებს".

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ეს ორი ამხანაგური თამაში გენერალური რეპეტიციაა ერთა ლიგის დაწყებამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებში სწორი ბალანსი იპოვოს. განსაკუთრებით, ახალ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც დებიუტი ექნებათ და რომლებიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ. მნიშვნელოვანი, რომ დადებითი მუხტი, რომელიც ზედიზედ სამ თამაშში გამარჯვებამ მოიტანა, ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს. ამისთვის აუცილებელია თამაშის კარგი ხარისხი და შედეგი".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში), საბა კვერკველია (მეტალისტი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი ტულა), ვაკო გვილია (რაკუვი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი)

თავდამსხმელები: დავით ვოლკოვი (ზირა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს ბოსნიას, ხოლო 29 მარტს ასევე სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118408