2022-2023 წლების სეზონიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება და ტურნირში 8 გუნდი ითამაშებს.
ქვედა ლიგიდან ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი აღზევდება, ხოლო უმაღლეს დივიზიონს არავინ დატოვებს. ამ ეტაპზე რუსეთის ნაკრების ბედი უცნობია, ის ჯერ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ელიტაში რჩება.
ქვედა ლიგაში ორი ადგილისთვის ბელგია, პოლონეთი და გერმანია იბრძვიან. ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მე-14-ედ 20 მარტს ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ მოიგო (49:15).