ფეხბურთი

15:00 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბროზოვიჩი "ინტერთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

მილანის „ინტერი“ და მარსელო ბროზოვიჩი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, შესაბამისად, ხორვატი ნახევარმცველი იტალიურ გრანდში მომდევნო წლებშიც ითამაშებს.

ბროზოვიჩი „ინტერთან“ ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე განაახლებს. მისი ძველი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურებოდა.

მარსელო ბროზოვიჩი „ინტერში“ 2015 წელს გადავიდა და დღემდე 279 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა.

0.119485