ფეხბურთი

21:22 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 2 მილიონით გაძვირდა

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა და „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გაძვირდა.

განახლებული მონაცემებით გიორგის Transfermarkt 5 მილიონ ევროდ აფასებს, რაც მისი კარიერისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. გიორგი მანამდე 3 მილიონ ევროდ ფასობდა და გამოდის, რომ 2 მილიონი ევროთი გაძვირდა.

„ვალენსიაში“ ის ყველაზე ძვირადღირებულთა შორის მე-17-ეა, ლა ლიგაში 210-ე, მეკარეებში 91-ე (მსოფლიოს მასშტაბით), 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 110-ე, მსოფლიოში 1.578-ე, ხოლო საქართველოში მეორე და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ჩამორჩება, რომლის ფასი 16 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ რიგებში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა, მათ შორის, ბოლო ოთხ შეხვედრაში ზედიზედ და 387 წუთია გოლი არ გაუშვია.

0.137184