ფეხბურთი

20:06 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეტევი: "საქართველოს ბოლო წლებში პროგრესი აქვს და ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ვითხოვ"

ბოსნიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივაილო პეტევმა საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მათთვის მატჩების სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის მაქსიმუმს უმიზნებენ.

„ამ ორი ამხანაგური მატჩით ახალ ციკლს ვიწყებთ. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგური იქნება თუ საკვალიფიკაციო მატჩი, ყოველთვის საუკეთესოობისკენ და წინსვლისკენ მივისწრაფვით. ფეხბურთელებს მაქსიმუმს ვთხოვ და ველი, რომ ამ მატჩებიდან ბევრ დადებითს მივიღებთ. ფეხბურთელების 90%, რომლებიც გასულ წელს თამაშობდნენ, ისევ აქ არიან, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ მატჩებს ამხანაგურად და ოფიციალურად არ ვყოფთ, არამედ ჩვენთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია. საქართველომ და ლუქსემბურგმა ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადეს და ამ ორ თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ“, - თქვა პეტევმა.

შეგახსენებთ, რომ ბოსნიისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩი 25 მარტს გაიმართება და ისინი ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.142395