ფეხბურთი

15:23 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

გზეთმა L’Equipe-მა ფრანგული ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. ცხადია, ამ მხრივ ყველაზე მდიდრები „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავები, ნეიმარი, ლიონელ მესი და კილიან მბაპე არიან.

წყაროს ინფორმაციით, კოვიდ 19-ის მიუხედავად, ბოლო ორ წელიწადში ლიგა 1-ში ხელფასები მაინც გაიზარდა.

ყველაზე მეტს ბრაზილიელი ნეიმარი გამოიმუშავებს - 4, 083 მილიონი ევრო თვეში. მეორე ადგილზე არეგნტინელი ლიონელ მესია - 3,375 მილიონი ევრო. მესამეზე - ფრანგი კილიან მბაპე - 2,22 მილიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110886