„იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და უკვე ვრცელდება ინფორმაცია, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
იტალიური მედიის ცნობით, ფავორიტი „ინტერია“, რომელსაც უკვე აქვს მუშაობა დაწყებული. მილანელთა სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა დიბალას კარგად იცნობს, რადგან 2015 წელს „პალერმოდან“ „იუვენტუსში“ სწორედ მან შეიძინა.
მილანელები მზად არიან დიბალას სეზონში 7 მილიონი ევრო გადაუხადონ და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ. თუმცა, ჯერჯერობით, არგენტინელს გადაწყვეტილება არ მიუღია. ის „მილანსაც“ დაუკავშირეს. თუმცა, „როსონერი“ პაულოს ხელფასის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს.
გარდა ამისა, სახელდება მადრიდის „ატლეტიკოს“ ვარიანტიც, რომელიც ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს და დიეგო სიმეონე თანამემამულის სათამაშო კლასს ძალიან აფასებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ოფიციალურად დაადასტურა დიბალასთან სეზონის ბოლო განშორება. კლუბის გენერალური დირექტორის მაურიციო არივაბენეს განცხადებით, მათი გეგმები იანვარში შეიცვალა და მასში დიბალა არ შედის, ამიტომაც, კონტრაქტის განახლება არც კი შეუთავაზებიათ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსმა“ 2015 წელს „პალერმოდან“ დაიმატა და მან დღემდე 283 მატჩში 113 გოლის გატანა მოახერხა.