ჩოგბურთი

0:55 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმირებულმა ფრიცმა ნადალს აჯობა და ინდიან ველსის ჩემპიონი გახდა

ამერიკელმა ტეილორ ფრიცმა, ინდან ველსის ფინალში, ტკივილს აჯობა და რაფაელ ნადალს 6-3, 7-6(5) მოუგო, რითაც ესპანელის 20-მოგებიანი სერია შეწყვიტა და პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი გახდა. ანდრე აგასის შემდეგ, ის პირველი ამერიკელია, ვინც კალიფორნიული ტურნირის ჩემპიონი გახდა. ამ ორ ამერიკულ ტრიუმფს შორის, ოც წელზე მეტია გასული.

ნადალი ამ სეზონში მეოთხე ტიტულისთვის იბრძოდა. და რომ მოეგო, მასტერს 1000-ის სერიის 37-ე ტურნირის ჩემპიონი გახდებოდა. მაგრამ ფრიცმა, ვისაც ტერფის ტრავმა აწუხებდა, ამის საშუალება არ მისცა და თავის კარიერაში მეორე ტურნირი მოიგო. ამერიკელს იმდენად ძლიერი ტკივილი ჰქონდა, რომ კორტზე გამოსვლაც კი, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა. მაგრამ 24 წლის ფრიცმა თამაში სცადა და ამისთვის საჩუქარიც მიიღო.

„ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნებათაგანი იყო, რომელზეც ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ავისრულებდი. ცხოვრებაში ამაზე ძლიერი ტკივილი, ადრე არასდროს განმიცდია. რომ მცოდნოდა, ტრავმა ასე გამირთულდებოდა, ალბათ კორტზე არც გამოვიდოდი“, - ყვება ფრიცი.

უპრობლემოდ არც ნადალი ყოფილა. ნადალს მკერდის პრობლემა აწუხებდა. ეს პრობლემა ჯერ კიდევ ნახევარფინალში, თავის 18 წლის თანამემამულე კარლოს ალკარასთან შეხვედრისას დაეწყო.

„სუნთქვისას და მოძრაობისას, შიგნიდან თითქოს ნემსის ჩხვლეტას ვგრძნობ. ტკივილისგან თავბრუს ხვევაც მქონდა. ამ ტკივილმა გასაქანი არ მომცა. სუნთქვას მიშლის და ამის გამო, თავს კარგად ვერ ვგრძნობ. წაგებამ გაწბილებული დამტოვა. ამას თამაშის დასრულებამდე შეგუებული ვიყავი“, - განაცხადა ნადალმა, ვინც მაიამის ღია პირველობას გამოტოვებს.

თამაშის დასაწყისშივე, ფრიცს უპირატესობა ჰქონდა. მან მეტოქის გეიმი ორჯერ მოიგო და 4-0 დაწინაურდა. მაგრამ ნადალს ხელები არ ჩამოუშვია. ორჯერ შეძლო საკუთარი გეიმის მოგება, ერთხელაც ბრეიკს მიაღწია და ჩამორჩენა 5-3-მდე შეამცირა. თუმცა ფრიცმა სეტი მაინც გამრჯვებით დაასრულა.

სეტის დასრულებისას, ნადალმა სამედიცინო დახმარება ითხოვა. კორტზე დაბრუნებულმა, ესპანელმა ტაიბრეიკს მიღწია, მაგრამ ამერიკელის კარგ მოწოდბას ვერაფერი დაუპირისპირა და დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114262