კურშეველში სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის სეზონი დასრულდა. ბოლო რბოლები სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართა და ამ სახეობებში ბროლის გლობუსების მფლობელებიც სწორედ ამის შემდეგ გაირკვა.
მამაკაცთა შორის, სლალომის თასს ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი დაეუფლა, რომელმაც რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. ქალთა შორის კი, გიგანტური სლალომის ჩემპიონი ფრანგი ტესა ვორლი გახდა, რომელმაც უშუალო ბრძოლაში აჯობა დიდი გლობუსის მფლობელ მიკაელა შიფრინს.
27 წლის კრისტოფერსენმა ორი ცდის ჯამში, 0.37 წამი წააგო თანამემამულე ატლე ლიე მაკგრატთან, მესამე ადგილი კი ავსტრიელმა მანუელ ფელერმა დაიკავა, ვისაც ამ რბოლის წინ, თასის მოგების თეორიული შანსი კიდევ ჰქონდა.
საბოლოოდ, კრისტოფერსენმა სლალომის სეზონი 451 ქულით დაასრულა და ფელერს 90 ქულით აჯობა.
ვორლიმ გიგანტური სლალომის ბოლო რბოლა მოიგო და ამერიკელ მეტოქეს, კარიერაში მე-13 გლობუსის მოპოვების საშუალება არ მისცა. ბოლო რბოლის წინ, თასის მოპოვების შანსი, მათ გარდა, შვედ სარა ჰექტორსაც ჰქონდა. ის ვორლის 5 ქულას უგებდა, შიფრინს კი - 51-ს.
შიფრინს გიგანტური სლალომის გლობუსი 2019 წელს აქვს მოპოვებული პირველი ცდის შემდეგ, ამ წარმატების გამეორების შანსი გაეზარდა - მან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ეს იმ დროს, როდესაც ჰექტორს მე-13 დრო ჰქონდა, ვორლი კი მერვე იყო. მაგრამ ამერიკელი მეორე ცდაზე ზედმეტად ფრთხილი იყო და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილს დასჯერდა, რითაც გიგანტური სლალომის გლობუსის მეორდ მოპოვების შანსი დაკარგა. ვორლი მეოთხე შედეგს დასჯერდა, რაც თასის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
რბოლა იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ მოიგო, მეორე და მესამე ადგილები კი მისმა თანამემამულე მარტა ბასინომ და სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ დაიკავეს.