საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვილი სანიოლს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ტრავმის გამო გუნდს ჩეხური „კარვინას“ მცველი დავით კობოური ვერ შეუერთდება. მან დაზიანება ჩეხეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
შედეგად, სანიოლმა კობოურის ნაცვლად „დინამო ბათუმის“ კაპიტანი მამუკა კობახიძე გამოიძახა. საქართველოს ნაკრები 21 მარტს შეიკრიბება და სანიოლის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)
ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი)
თავდამსხმელები: დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, უნგრეთი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 24 მარტს სტუმრად ბოსნიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს, ასევე გასვლაზე ალბანეთის ნაკრებს გაეჯიბრება.