ფეხბურთი

22:51 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კუადრადო წელიწადში 4 მილიონს მიიღებს

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მომავალ კვირაში ნახევარმცველ ხუან კუადრადოს წარმომადგენლებს შეხვდება. საქმე კონტრაქტის გახანგრძლივებას ეხება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ტურინელები კოლუმბიელს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობენ 2024 წლამდე. მისი ანაზღაურება წელიწადში 4 მილიონი ევრო გახდება. კუადრადოს არსებულ ხელშეკრულბას ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

მიმდინარე სეზონში კუადრადომ ყველა ტურნირში 37 მატჩში ხუთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115065