ფეხბურთი

17:30 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" მზადაა ნეიმარის გადასაბირებლად იბრძოლოს

„პარი სენ ჟერმენიდან“ ნეიმარის შესაძლო წასვლაზე საუბარი ბოლო დღეებში აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, „ნიუკასლ იუნაიტედი“ მზადაა ბრაზილიელი შემტევის გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთოს.

The Sun-ი იტყობინება, რომ „კაჭკაჭების“ ახალი მფლობელები ზაფხულში შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას აპირებენ და მზად არიან ნეიმარს სასურველი ხელფასი გადაუხადონ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ სამხრეთამერიკელს პსჟ-სთანაც გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომაც ინგლისურ კლუბს პსჟ-ს მოთხოვნების დაკმაყოფილებაც მოუწევს.

შეგახსენებთ, ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა და დღემდე 136 მატჩში 92 გოლი გაიტანა, თუმცა მიმდინარე სეზონის წარუმატებლად ატარებს და მის აქტივში მხოლოდ 5 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11104