ჩოგბურთი

16:15 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინდიან ველსის ქალთა ფინალში საკარი და სვიატეკი შეხვდებიან

ინდიან ველსის ქალთა ტურნირის ფინალში, ერთმანეთს ბერძენი მარია საკარი და პოლონელი იგა სვიატეკი დაუპირისპირდებიან. საკარიმ მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი პაულა ბადოსა 6-2, 4-6, 6-1 დაამარცხა, სვიატეკმა კი რუმინელ სიმონა ჰალეპს 7-6(6), 6-4 მოუგო.

საკარის WTA-ს ტურნირებზე ბოლო 14 ნახევარფინალიდან, მხოლოდ ორი ჰქონდა მოგებული. ინდიან ველსის ფინალი კი მისი კარიერის ყველაზე დიდი თამაში იქნება. 26 წლის ბერძენმა პირველი სეტი იოლად მოიგო, მაგრამ მეორეში თავს მოდუნების საშუალება მისცა და ბადოსამ ამით კარგად ისარგებლა. თუმცა საკარი მესამე სეტში შეუჩერებელი იყო და შეხვედრაც მისი გამარჯვებით დასრულდა.

სვიატეკმა მოსაგებად ორი სეტი იმყოფინა, თუმცა ორივეში უპირატესობას დაძაბული პაექრობის შემდეგ მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ორივე სეტში ჰალეპი თავიდან ახერხებდა დაწინაურებას, მაგრამ პოლონელმა ორივეჯერ შეძლო თამაშის შემობრუნება.

აღსანიშნავია, რომ სვიატეკმა ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო და ზედიზედ მეორედ გავიდა WTA 1000-ის სერიის ტურნირის ფინალში გასვლა. წინა თვეში მან დოჰას WTA 1000-ის ტიტული მოიპოვა.

საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰალეპთან შეხვედრის პირველი სეტის ტაიბრეიკზე ორი სეტ პოინტი მოიგერია. სეტის განმავლობაში, მან 19 ქულა მოიპოვა (ჰალეპა მხოლოდ 5). რუმინელმა, ვინც დიდი სლემის ორი ტიტულის მფლობელია, მეორე სეტიც უფრო აქტიურად დაიწყო. მაგრამ 20 წლის სვიატეკმა ამჯერადაც შეძლო თამაშის შემობრუნება.

ჰალეპი რომ 4-2 დაწინაურდა, აქედან მოყოლებული, სვიატეკმა 21-დან 16 გათამაშება მოიგო, დარჩენილ ოთხივე გეიმში მიაღწია უპირატესობას და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127289