„ფერარიმ“ გადაწყვიტა, რომ თავისი მანქანების და პილოტების ეკიპირების გაფორმებიდან ამოიღოს მოსკოვში ბაზირებულ კომპანია „კასპერსკის“ ლოგოები. ეს კომპანია ანტივირუსული პროგრამების წარმოებით არის ცნობილი და იტალიურ გუნდს და კომპანიას, თავისი პროდუქტებით ამარაგებს.
მარანელოელებმა გამოაცხადეს, რომ რუსულ კომპანიასთან თანმშრომლობა, დროებით შეჩერდა, რაც შესაძლებელი გახდა „კასპერსკისთან“ შეთანხმების საფუძველზე. „ფერარი“ არაფერს ამბობს იმაზე, გააგრძელებს თუ არა „კასპერსკის“ პროდუქტების გამოყენებას.
იმ დროს, როდესაც „ფერარიმ“ თანამშრომლობა თავის მრავალწლიან პარტნიორთან შეაჩერა, „მაკლარენმა“ ახალი პარნიორი შეიძინა. ესაა კომპანია „გუგლი“, რომლის ფერებშიც გაფორმდა ბრიტანული გუნდის ბორბლები. თანამშრომლობის ფარგლებში, უოკინგელთა გუნდის წევრები, „გუგლის“ 5G სმარტფონებით ისარგებლებენ.