ფეხბურთი

22:00 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვილიარეალის" მეკარე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

„ვილიარეალის“ მეკარე ხერონიმო რული ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

არგენტინელმა კარის დარაჯმა „იუვენტუსთან“ გამარჯვებაში (3:0) ხუთი სეივი შეასრულა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ მან ხუთივე სეივი მაშინ მიითვალა, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო.

რულის გარდა, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისითვის კოკე („ატლეტიკო“), კრისტიან პულიშიჩი („ჩელსი“) და დარვინ ნუნიესი („ბენფიკა“) იბრძოდნენ, მაგრამ გამოკითხვაში ყველას სამხრეთამერიკელმა აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ვილიარეალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „რეალი“, „ბაიერნი“, „ბენფიკა“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11365