ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი უკრაინაში მიმდინარე ომზე სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტიურობს და ამჯერად გააზიარა ფოტო, რომელშიც კარგად ჩანს, მარიუპოლის თეატრი, სადაც ბავშვები იყვნენ და რუსებმა ამის მიუხედავად შენობა დაბომბეს.
ლინეკერისთვის წარმოუდგენელია, რომ ერთ ადამიანს ამხელა ძალაუფლება აქვს.
„როგორ შეიძლება, რომ პლანეტაზე, სადაც მილიარდობით ადამიანი არსებობს, ერთ ადამიანს ამდენი ძალაუფლება ჰქონდეს, შეუძლია ასეთი ნგრევა, შიშის დათესვა, სრული და აბსოლუტური ბოროტების შექმნა. როგორც ჩანს, არავის შეუძლია ჩვენი მისგან გათავისუფლება“, - დაწერა ლინეკერმა.