ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „მილანმა,“ შესაძლოა, „ლივერპულის“ შემტევი, დივოკ ორიჯი გადაიბიროს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი აღარ აპირებს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას, რადგან მცირე სათამაშო დრო ეძლევა. პემიერლიგის მიმდინარე სეზონში ის მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა მინდორზე და 2 ბურთი გაიტანა.
გასულ თვეში ბრიტანული ტაბლოიდები წერდნენ, ორიჯით „ატალანტა“ დაინტერესდაო, მაგრამ ხმები ხმებად დარჩა.
ზაფხულში ბელგიელი თავისუფალი აგენტი გახდება და „მილანმა“ ის შეიძლება უფასოდ გაიფორმოს.