„ვირტუს ბოლონიაში“ თორნიკე შენგელიას დებიუტი შედგა, რომელიც ევროთასის მე-15 ტურში შინ „ცედევიტას“ დაუპირისპირდა და 74:86 წააგო.
ქართველმა კალათბურთელმა ახალ გუნდში პირველივე შეხვედრაში შეიძლება ითქვას, ძალიან კარგად ითამაშა. თორნიკემ 21:22 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 9-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 1 საჯარიმო ააცილა.
აღსანიშნავია, რომ შენგელია თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო, რადგან 14 ქულაზე მეტი არცერთ სხვა მოთამაშეს არ ჩაუგდია.
სლოვენიური გუნდის შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა გამთამაშებელმა ჯეიკობ პულენმა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 19:08 წუთში 20 ქულა მიითვალა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
„ვირტუს ბოლონია“ B ჯგუფში 8 მოგებით და 7 წაგებით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 23 მარტს, „პრომიტესეს“ სტუმრად შეხვდება.