“ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე შესაძლოა „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს. ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგულმა კლუბმა იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკება დაიწყო. გასული წლის ნოემბერში კონტემ „ტოტენჰემთან“ 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმება შეიცავს პუნქტს, რომელიც საშუალებას აძლევს მწვრთნელს დატოვოს ინგლისური კლუბი 2021-2022 წლების სეზონის ბოლოს.
პსჟ-ს ამჟამად მაურისიო პოჩეტინო ავარჯიშებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ ნათელია, რომ არგენტინელი სპეციალისტი პარიზულ კლუბს მომდევნო სეზონში აღარ უხელმძღვანელებს.
აქვე გეტყვით, რომ ფრანგულ გუნდს კონტეს გარდა, ზინედინ ზიდანი და მასიმილიანო ალეგრიც დაუკავშირეს.