ფეხბურთი

17:54 | 16.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ზაფხულში სებასტიან ალეს გადაბირებას ეცდება

„აიაქსის“ თავდამსხმელი სებასტიან ალე მილანის „ინტერის“ ინტერესებში მოექცა. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, მილანური კლუბის ხელმძღვანელები კოტ დივუარელი ფორვარდის აგენტს შეხვდნენ და შესაძლო ტრანსფერის დეტალები განიხილეს. „აიაქსი“ გუნდის საუკეთესო ბომბარდირს დაახლოებით 35 მილიონ ევროდ აფასებს.

27 წლის ფორვარდი „ინტერში“ ლაუტარო მარტინესის შემცვლელად განიხილება, რომელმაც კლუბი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ალემ ყველა ტურნირზე 34 მატჩში 32 გოლი გაიტანა, მათ შორის 11 ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

0.105871