ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ ფორმულა ერთს მანამ დატოვებს, სანამ მაქს ფერსტაპენის ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტი ამოიწურება. ამასთან დასძენს, რომ 40 წლის ასაკში რბოლებში მონაწილეობას არ აპირებს.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა „რედ ბულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც სულ ცოტა, 2028 წლამდე გაგრძელდება. იმ დროისთვის ჰამილტონი 43 წლის იქნება. ცნობისათვის, სანამ ფ1-დან წავიდოდა, კიმი რაიკონენი 42 წლის გახდა. ფერნანდო ალონსო კი ამჟამად 40 წლისაა.
ჰამილტონმა „მერსედესთან“ კონტრაქტი გასული სეზონის ბოლოს, ორი წლით გააგრძელა და გუნდში მომავალი სეზონის ბოლომდე დარჩება. მისი დასრულებისას, 39 წლის იქნება და შესაძლოა, ამით ფ1-ის კარიერაც დაასრულოს. თუმცა დღეს ამბობს, რომ ამაზე ჯერ არ ფიქრობს.
ამ ორ სეზონში მისი მთავარი ამოცანა, მსოფლიო ჩემპიონის მერვე ტიტულის მოპოვება იქნება. მას ეს გასულ სეზნშიც შეეძლო, მაგრამ ბოლო რბოლის ბოლო წრეზე, მსაჯთა სადაო გადაწყვეტილების წყალობით, ფერსტაპენმა გაასწრო და ჩემპიონიც ის გახდა.