ფეხბურთი

10:26 | 16.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: "როგორ დანიშნეს რანგნიკი ასეთი კლუბის მწვრთნელად?"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა „მანჩესტერის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ განაცხადა, რომ რალფ რანგნიკი ამ დონის კლუბისთვის შესაფერისი მწვრთნელი არ არის.

როგორც ინგლისელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, „იუნაიტედს“ ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომელიც კარგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გაცილებით უკეთ ითამაშებს.

„მწვრთნელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ის ფეხბურთელების მიმართ მომთხოვნი უნდა იყოს. არ მინდა, გავაგრძელო რალფ რანგნიკის შეურაცხყოფა, ნამდვილად კარგი ადამიანია და ინტერვიუებში კარგად საუბრობს, ძალიან გულწრფელია.

თუმცა, როგორ აირჩიეს ის ასეთი კლუბის მწვრთნელად? ამას ვერასდროს გავიგებ. არ არის საუბარი ცუდ შემადგენლობაში, მიმაჩნია, რომ ამ გუნდს სტრუქტურას და თამაშის სტილს თუ მისცემ, მაშინ ის შესაძლებლობებს აჩვენებს. დიახ, ზოგიერთი მოთამაშე არ არის ისეთი კარგი, როგორიც პრემიერლიგაში ლიდერ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელები, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ პირველი, რაც კლუბმა უნდა გააკეთოს ტიტულის მოსაგებად, სწორი მწვრთნელის პოვნაა. შეარჩიეთ სპეციალისტი, რომელიც მოერგება ფეხბურთელებს, მიეცით მას ორი ან სამი წელი გუნდის შესაქმნელად. ამ გუნდისთვის სწორი მწვრთნელის პოვნა მთავარი ამოცანაა“, - თქვა სქოულზმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ „ატლეტიკოსთან“ საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116248