ფეხბურთი

18:25 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ფრანკ კესის შეუთანახმდა

„მილანის“ ნახევარმცველი ფრანკ კესი კარიერას დიდი ალბათობით „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა Sport-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ესპანური გრანდ კოტ დივუარელ ნახევარმცველს ყველაფერზე შეუთანხმდა. კესი „ბარსას“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, მისი ხელფასი კი სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.

აღსანიშნავია, რომ იტალიურ კლუბს მისი შენარჩუნება სურდა, მაგრამ ნახევარმცველმა „როსონერის“ ყველა შეთავაზებაზე კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით უარი თქვა.

ფრანკ კესი „მილანში“ 2017 წელს ბერგამოს „ატალანტადან“ 28 მილიონ ევროდ გადავიდა. მას შემდეგ მან ლომბარდიულ გრანდში 213 მატჩი ჩაატარა და 36 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114568