ფეხბურთი

18:57 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთი და შოტლანდია ამხანაგურ მატჩში შეხვდებიან, შემოსავალი უკრაინას მოხმარდება

პოლონეთისა და შოტლანდიის ნაკრებები 24 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან, რითაც უკრაინას დაეხმარებიან.

მატჩი გლაზგოში გაიმართება და მთლიანი შემოსავალი Unicef-ს გადაეცემა უკრაინის დასახმარებლად.

ამ გუნდებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში უნდა ეთამაშათ, პოლონეთს რუსეთთან, ხოლო შოტლანდიას უკრაინასთან, მაგრამ ომის გამო ყველაფერი შეიცვალა.

რუსეთის ნაკრები ფიფამ საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოხსნა და პოლონეთი ფინალში ავტომატურად გავიდა, ხოლო უკრაინის თამაში ივნისისთვის გადაიდო, რის გამოც კალენდარი შოტლანდიასაც გამოუთავისუფლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114963