ფეხბურთი

15:52 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაურო: „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

„იუვენტუსის“ ყოფილ ნახევარმცველს, მასიმო მაუროს მიაჩნია, რომ ტურინულ კლუბს შეუძლია ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება, თუ მაგალითს „ჩელსისგან“ აიღებს.

„შარშან „ჩელსი“ არ იყო ტურნირის ფავორიტი. ალბათ პირველ რვა გუნდში ჩაეწერობოდა. მაგრამ ისინი ერთიანები, მოწესრიგებულები და მიზანმიმართულები იყვენენ. მათ დაამტკიცეს, რომ კარგი დაცვა წარმატების საწინდარია.

„იუვენტუსმა“ შეიძლება მათი ისტორია გაიმეოროს, თუკი დაცვას იდეალურად დაალაგებს.

ფავორიტებად კი „ბაიერნს,“ „მანჩსტერ სიტის“ და მადრიდის „რეალს“ მივიჩნევ.“ - ციტირებს მაუროს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

„იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩი ოთხშაბათს, 16 მარტს გაიმართება ტურინში. პირველი შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116068