ფეხბურთი

12:18 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „აიაქსის“ მიზანი ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასვლაა.“

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„თუ გატანილი გოლების თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მიმდინარე სეზონი ჩვენთვის წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ სპორტსმენი ხარ და მეტი გინდა. „აიაქსის“ მიზანი ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასვლაა. მაგრამ, ახლა მთავარია „ბენფიკას“ მოვუგოთ.

პირველი იანვრის შემდეგ, „აიაქსი“ ნიდერლანდების ჩემპიონატში ყველაზე უხვგოლიანი გუნდია. კარგი შედეგი გვქონდა სტუმრად „ბენფიკასთან“ პირველ მატჩშიც (2:2). თუ ცოტა კიდევ გავაუმჯობესებთ თამაშს, პორტუგალიურ ბარიერს აუცილებლად გადავლახავთ,“ - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გევრდი.

„აიაქსისა“ და „ბენფკას“ საპასუხო მერვედფინალური მატჩი დღეს, 15 მარტს გაიმართება ამსტერდამის „იოჰან კრუიფ არენაზე“ და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119199