ფეხბურთი

10:24 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალმა, შესაძლოა, კარიერა ბრაზილიაში გააგრძელოს

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, შესაძლოა, კარიერა ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელოს. 34 წლის ჩილელით „ფლამენგო“ დაინტერესდა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ეკრემ კონური.

ვიდალი უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით „ინტერში“ და ისეთ გუმდში გადასვლა უნდა, სადაც საკვანძო ფეხბურთელი გახდება. წყაროს ინფორმაციით, მან იტალიური კლუბის საბოლოოდ დატოვების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მიმდინარე სეზონში „ინტერის“ მაისურით ყველა ტურნირში, ვიდალმა 32 მატჩი ითამაშა, ორი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116636