ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში მადრიდის „რეალის“ შემტევმა, კარიმ ბენზემამ, „მალიორკასთან“ მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა და ფრანგ ფეხბურთელებს შორის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა.
ახლა მის ანგარიშზე კარიერაში გატანილი 413 გოლია. მეორეზე ტიერი ანრია 411 გოლით, თუმცა მან კარიერა დიდი ხანია დაასრულა.